თეგებით ძიება

2025 წელს კულტურის სამინისტროს დაფინანსება 298 მილიონ ლარამდე, სპორტის სამინისტროს - 298 მილიონ ლარზე მეტია

2025 წელს კულტურის სამინისტროს დაფინანსება 298 მილიონ ლარამდეა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:

კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 147 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, სხვადასხვა კულტურული კონკურსების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 30 მილიონ ლარზე მეტი. გარდა ამისა, გათვალისწინებულია კულტურის ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასების ზრდა 10-20 პროცენტის ფარგლებში;

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა - 62 მილიონ ლარამდე;

ინფრასტრუქტურის განვითარება - 50 მილიონი ლარი;

სახელოვნებო დაწესებულებების ხელშეწყობა - 9 მილიონ ლარზე მეტი;

სახელოვნებო სფეროში უმაღლესი განათლება - 20 მილიონ ლარზე მეტი;

სპორტის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 298 მილიონ ლარზე მეტით. თანხები მიიმართება შემდეგი მიმართულებებით:

მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია - 236 მილიონ ლარი;

სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვის ღონისძიებები - 42 მილიონ ლარამდე, საიდანაც ფინანსდება საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება;

სპორტში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა - 10 მილიონი ლარი;

სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა - 5 მილიონ ლარზე მეტი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა