თეგებით ძიება

ჩინელი დაახატავს მაცხოვარს და იმას დაწვავ, თუ ქართველი, რა მნიშვნელობა აქვს, რა გამართლებაა - მამუკა მდინარაძე

არის 1-2% ამ ქვეყანაში, ეს სატანისტური რიტუალი რაღაც ე.წ პრადვინუტობაში რომ გააქვს, საკუთარ თავს რომ იმართლებს, რომ უფრო „სვეცკია“. კიდევ ერთხელ ბოდიში ამ სიტყვებისთვის, უფრო „პრადვინუტია“ , თუ მაცხოვარს წვავ და მოგწონს, თუ დედას იგინება გოგო, საზიზღარ სიტყვებს ლაპარაკობს. ქალი, იგინება ბოლო სიტყვებით და ეს, მათი აზრით, არის „პრადვინუტობა“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც კიდევ ერთხელ გამოეხმაურა დემონსტრანტების მიერ კუბოს დაწვას, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის ფიტული იყო მოთავსებული.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, აქციის მონაწილეებმა სპეციალურად დაწვეს კუბო, რომელზეც მაცხოვარი იყო გამოსახული.

„ჩინელი დაახატავს მაცხოვარს და იმას დაწვავ, თუ ქართველი, რა მნიშვნელობა აქვს, რა გამართლებაა? ისეთ თემაზე გვიწევს ლაპარაკი, უხერხულიც კი არის, მაგრამ მიცვალებულის სასახლეზე, კუბოზე, არც მახსოვს ასეთი რამე რომ ეხატოს, მე არ მახსენდება, ყოველ შემთხვევაში. სპეციალურად იყო არჩეული. ჩინური იყოო, ჩინური იყო, თუ იაპონური, რა მნიშვნელობა აქვს? წამოიღეს და სპეციალურად დაწვეს ისეთი, სადაც მაცხოვრის გამოსახულება იყო, ანუ იმდენად მიზანმიმართულია.

არის 1-2% ამ ქვეყანაში, ეს სატანისტური რიტუალი რაღაც ე.წ პრადვინუტობაში რომ გააქვს, საკუთარ თავს რომ იმართლებს, რომ უფრო „სვეცკია“. კიდევ ერთხელ ბოდიში ამ სიტყვებისთვის, უფრო „პრადვინუტია“ , თუ მაცხოვარს წვავ და მოგწონს, თუ დედას იგინება გოგო, საზიზღარ სიტყვებს ლაპარაკობს. ქალი, იგინება ბოლო სიტყვებით და ეს, მათი აზრით, არის „პრადვინუტობა“. წარმოუდგენელი ამბავია. მერე გამოდიან ვიღაცები და „აკუმირებენ“ ისეთ ხალხს, დიდი ბოდიში ასეთ თემებზე რომ ვლაპარაკობ, ჯობია წყლის ჭავლს მაინც მიუშვირონ თავი. წარმოუდგენელი ამბავია. რაღაც ამ „სვეცკობას“, მათი აზრით, არც განათლება სჭირდება, არაფერი სჭირდება, არც აზრზე მოსული ადამიანი იყო, როგორც იტყვიან ხოლმე, არა, ეს არ სჭირდება, უბრალოდ დედას უნდა იგინებოდეს, რაღაც საზიზღარ სიტყვებს ლაპარაკობდეს, მაცხოვრის გამოსახულებიანი ნივთების დაწვას უნდა მიესალმებოდეს და ეს არის თანამედროვე... ეს არის უკიდურესი გოიმობა!“ - განაცხადა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა