თეგებით ძიება

თბილისის უბნები, სადაც საცხოვრებელი ბინები ყველაზე ძვირი/იაფია

დედაქალაქში უძრავ ქონებაზე ფასები კვლავ სტაბილურად იზრდება, განსაკუთრებით გარეუბნებში. ბოლო კვლევები ქალაქის ცენტრში ფასების ერთგვარ გაყინვაზეც კი მეტყველებენ, ხოლო გარეუბნებში ზრდის პროცენტული მაჩვენებელი თითქმის ორნიშნაა. მოთხოვნა უფრო მაღალია ახალ აშენებულ ბინებზე, თუმცა ე.წ. მეორადი ბაზარიც აქტიურია (გაიყიდა დაახ. 15 ათასი ბინა). ჯამში საშუალო ფასი 1300 დოლარს აჭარბებს.

უბნების მიხედვით მონაცემები ასე გამოიყურება:

  • მთაწმინდა - 2,600 დოლარი;
  • ვაკე - 2,400 დოლარი;
  • ჩუღურეთი - 1,700 დოლარი;
  • საბურთალო - 1,600 დოლარი;
  • კრწანისი - 1,500 დოლარი;
  • დიდუბე - 1,300 დოლარი;
  • ისანი - 1,200 დოლარი;
  • ნაძალადევი - 1,200 დოლარი;
  • გლდანი - 1,100 დოლარი;
  • სამგორი - 1,050 დოლარი;
  • დიდი დიღომი - 1,050 დოლარი;
  • ვაშლიჯვარი - 950 დოლარი;

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფასების ზრდა კვლავ გაგრძელდება, რომელიც ყველაფერთან ერთად ობიექტური მიზეზებითაცაა განპირობებული (მაგ. მუშახელის ხელფასების ზრდა, სამშენებლო მასალების გაძვირება და სხვა.).


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა