თეგებით ძიება

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სახლის ფასადი?

სახლის ფასადი - შენობის სრულფასოვანი კონსტრუქციული ნაწილია, რომელიც პირველ შთაბეჭდილებას ქმნის მთლიანად ნაგებობაზე. გარდა ესთეტიკური მხარისა, სწორედ სახლის ფასადი განსაზღვრავს საცხოვრებლის მდგრადობას, კომფორტსა და უსაფრთხოებას. ამავდროულად, იგი განაპირობებს სახლში ენერგოეფექტური გარემოს შექმნას, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს კომუნალური ხარჯების შემცირებასა და გაუმჯობესებულ საცხოვრებელ პირობებს. 

ამ სტატიაში განვიხილავთ, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საცხოვრებელი სახლის ფასადი?

მექანიკური სიმტკიცე და გარე ზემოქმედებებისადმი მდგრადობა - საცხოვრებლის ხარისხს სწორედ ფასადის სიმტკიცე და სიმყარე განსაზღვრავს, რასაც თანამედროვე ტექნოლოგიები, მაღალი ხარისხის მასალები და მოსაპირკეთებელი ელემენტები უზრუნველყოფს. სწორად შერჩეული მასალები და ევროპული სტანდარტის სრული დაცვით ნაგები ფასადი კარგად უძლებს კლიმატურ პირობებს, ატმოსფეროს ზემოქმედებას და კოროზიის, ნესტის მიმართ სიმტკიცეს ინარჩუნებს. ამავდროულად, მაღალი ხარისხის ფასადი მცირე დარტყმებისა და ბიძგების მიმართ მყარია, რათა მრავალი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით სეისმურად აქტიურ ზონებში, პირველადი იერსახე შეინარჩუნოს.

თბოიზოლაცია - მნიშვნელოვანია, საცხოვრებელი კომპლექსი ენერგოეფექტური პირობების მინიმალურ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებდეს, რასაც ძირითადად, ფასადის თბოიზოლაცია უზრუნველყოფს.  მაღალი ხარისხის თბოსაიზოლაციო მასალებად, უმეტესად, მინერალური ბამბა და ქვაბამბა გამოიყენება, რაც ამცირებს სახლში გათბობისა და გაგრილების სისტემების საჭიროებას  და შესაბამისად, კომუნალური ხარჯების შემცირებასაც იწვევს. ფასადის მოპირკეთებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემინულ ზედაპირებსა და კარ-ფანჯარას, რომლებიც სასურველია, ასევე ენერგოეფექტური მასალებით დამუშავდეს, რათა თბოიზოლაციის მაჩვენებელი გაზარდოს.

ხმის იზოლაცია  -  კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელსაც მაღალი ხარისხის,  სწორად ნაგები ფასადი უნდა აკმაყოფილებდეს, ეფექტური ხმის იზოლაციაა, რაც პირდაპირ აისახება მაცხოვრებლების კომფორტსა და მშვიდ ცხოვრებაზე. სასურველია, ფასადმა შეამციროს გარე ხმაურის დონე 30-50 დეციბელით, ხოლო მშენებლობისას გამოყენებული იქნას მრავალშრიანი კონსტრუქციები ხმის შთანთქმისთვის, რათა ხმაურის შეღწევადობა მინიმუმამდე შემცირდეს.

მიმზიდველი იერსახე და მდგრადი მოსაპირკეთებელი მასალები - მშენებლობისას არანაკლებ მნიშვნელოვანია ფასადის იერსახეც, რომელიც შენობის არქიტექტურას უნდა ერწყმოდეს და კომპლექსს მიმზიდველობასა და მომხიბვლელობას მატებდეს. მშენებლობისას აუცილებელია, სწორად შეირჩეს მოსაპირკეთებელი მასალები და საღებავი, რათა ტემპერატურის ცვლილებების მიუხედავად, დიდი ხნის განმავლობაში უცვლელად შენარჩუნდეს ფასადის სტრუქტურა. თანამედროვე შენობებში ხშირად გვხვდება ინტეგრირებული განათება და გამწვანებული ფასადები, რაც მეტად ეფექტურს ხდის შენობას და არა მარტო საცხოვრებელ გარემოს, არამედ მიმდებარე ტერიტორიასაც ალამაზებს, ეს კი სასიკეთოდ აისახება როგორც მობინადრეთა ცხოვრების ხარისხზე, ასევე განწყობაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა