თეგებით ძიება

რა დოკუმენტები უნდა გადაამოწმოთ ბინის ყიდვამდე? - მნიშვნელოვანი ინფორმაცია

უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის დროს პროცესი მხოლოდ თანხის გადახდით არ სრულდება, აუცილებელია იურიდიულად გამართული დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც საჯარო რეესტრში უნდა აისახოს ახალი მესაკუთრის ვინაობა.

მოდით, გავიგოთ რა დოკუმენტები უნდა გადაამოწმოთ უძრავი ქონების ყიდვამდე:

თუკი ბინის ან მიწის ნაკვეთის ყიდვას გადაწყვეტთ, პირველ რიგში, შეამოწმეთ ხომ არ არის უძრავი ქონება იპოთეკით დატვირთული ან/და ხომ არ ადევს ყადაღა. 

დარწმუნდით, ნამდვილად შეესაბამება თუ არა საჯარო რეესტრში მითითებული ინფორმაცია იმას, რასაც რეალობაში ხედავთ. მაგალითად, სახლისა თუ ნაკვეთის ფართობისა და მფლობელის შესახებ ინფორმაცია, რისი გადამოწმებაც შეგიძლიათ ქონების საკადასტრო კოდის მეშვეობით.

პირი, ვისგანაც ყიდულობთ უძრავ ქონებას, აუცილებლად უნდა იყოს ამ ქონების მფლობელი ან ჰქონდეს მფლობელისგან მინდობილობა ქონების განკარგვაზე, რომელიც ნოტარიულად დამოწმებული იქნება. 

მიწის ნაკვეთის ყიდვის შემთხვევაშიც, აუცილებელია მსგავსი პროცედურის გავლა და ამასთან, იმის იდენტიფიცირება, არსებობს თუ არა ნებართვა, რომ ნაკვეთზე მშენებლობა წამოიწყოთ და თუ არსებობს, ხომ არ აქვს შეზღუდვა, მაქსიმუმ რამდენი კვადრატული შენობა-ნაგებობის აშენებაა ნებადართული.

ყიდვის პროცესში, ასევე, აუცილებელია, რომ გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც იურისტის ჩართულობით მომზადდება და დარეგისტრირდება შესაბამის სარეგისტრაციო ორგანოში.

ზემოთ მოცემული ინფორმაცია და პროცედურები ისეთ შემთხვევაშია ყურადსაღები, როდესაც ფიზიკური პირისგან ყიდულობთ უძრავ ქონებას. იმ შემთხვევაში კი, თუ ქონებას მშენებარე კომპლექსში შეიძენთ, გასათვალისწინებელია, რომ ხელმისაწვდომი იყოს კანონის მიხედვით არსებული დოკუმენტაციის ნუსხა, რომელიც სამშენებლო კომპანიას უნდა ჰქონდეს. ასეთი დოკუმენტებია: მიწის ნაკვეთის გეოლოგიური დასკვნა, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს და მიწის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები/ამონაწერი.

ნებისმიერ შემთხვევაში, უძრავ ქონებას შეიძენთ ფიზიკური პირისგან თუ კომპანიისგან, საჭიროა პროცედურების დაცვა და იურიდიული პირის კონსულტაცია, რათა შემდგომში უსიამოვნო სიურპრიზები თავიდან აიცილოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა