III კვარტალში საშუალო ნომინალური ხელფასი 2056 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი
III კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 11%-ით [201 ლარით] 2056 ლარამდე გაიზარდა. საშუალო თვიურ ხელფასს საქსტატი გადასახადების ჩათვლით თვლის.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი შემდეგ დარგებში იყო:
⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 976 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
გაიზარდა 0.5%-ით);
⦁ მშენებლობა - 3 198 ლარი (გაიზარდა 5.4%-ით);
⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 186 ლარი (გაიზარდა 13.5%-ით);
⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 062 ლარი (გაიზარდა 17%-ით).
საანგარიშო პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 183 ლარით (9-ით%) 2 190 ლარამდე გაიზარდა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 065 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 0.2%-ით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 500 ლარი, გაიზარდა 17%-ით) სფეროებში ფიქსირდება.
III კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 234 ლარით (15%-ით) 1 813 ლარამდე გაიზარდა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.