რატომ უნდა შეიძინოთ პარკირების ადგილი და რა ბენეფიტები აქვს მას?
საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრება არაერთ უპირატესობას მოიცავს. ერთ-ერთია - პარკირების ადგილი. ეს გახლავთ დამატებითი სივრცე, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ღია, ასევე დახურული. ორივე შემთხვევაში, პარკირების ადგილი მაცხოვრებლების კეთილდღეობის აუმჯობესებს და ქალაქში პარკინგის პრობლემის მოგვარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
რატომ უნდა შეიძინოთ ადგილი დახურულ პარკინგზე და რა ბენეფიტები აქვს მას?
უსაფრთხოება
საცხოვრებელ სახლთან არსებული პარკირების საკუთარი ადგილი, როგორც წესი, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, რადგან მანქანა დაცული იქნება ისეთი რისკებისგან, როგორიცაა ქურდობა ან მანქანის დაზიანება.
მანქანის დაზიანებისგან დაცვა
გარდა არაკეთილისმსურველი ადამიანებისა, თქვენი ავტომობილის დაზიანება შეუძლია ამინდსაც. მანქანის დაზიანების ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება გახდეს: სეტყვა, სიცხე, წვიმა, ქარი თუ თოვლი. ასეთ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია დახურული პარკინგი.
დროის ფაქტორი
საკუთარი პარკირების ადგილის ქონა დაგიზოგავთ დროს და აგაცილებთ სტრესს, რომელიც პარკირების ადგილის ძიებას ახლავს თან, განსაკუთრებით დიდ და ტრანსპორტისგან გადატვირთულ ქალაქებში.
ხარჯების დაზოგვა
ქალაქის ბევრ ადგილას საჯარო პარკირების ადგილების გამოყენება ფასიანია, ამიტომ თუ თქვენ ხშირად გჭირდებათ პარკირება, საკმაოდ დიდი ფინანსური ხარჯები გელით. აქედან გამომდინარე, საკუთარი პარკირების ადგილის ქონით თქვენ საკმაო თანხას დაზოგავთ.
დამატებითი შემოსავალი
თუ თქვენ ხშირად არ იყენებთ პარკინგის ადგილს, შეგიძლიათ დროებით გააქირაოთ, რაც დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. ეს განსაკუთრებით გამართლებულია დიდ ქალაქებში, სადაც პარკირების ადგილები შეზღუდულია.
ინვესტიციის პერსპექტივა
პარკინგი, როგორც უძრავი ქონება, საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობაა, რომლის ღირებულებაც დროთა განმავლობაში იზრდება, განსაკუთრებით იმ ქალაქებში, სადაც პარკირების ადგილი ცოტაა.