"მმართველი პარტია რუსულ გზაზე დადგა და თავს ისე აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ უნდა მოძრაობა" - სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში
მოპარული არჩევნები, ხელახალი არჩევნები და ევროპული მომავალი - სწორედ ამ სამ მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში.
"მოთხოვნა არის ორი: დააბრუნეთ ჩემი ხმა, რადგან არჩევნები იქნა მოპარული, მომეცით ჩემი ევროპული მომავალი - ეს არის ახალი არჩევნების მოთხოვნა. ეს არ არის რევოლუციური მოძრაობა, ეს არის მოთხოვნა, რომ დაგვიბრუნდეს არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ეს არის ხალხის ლეგიტიმური მოთხოვნა დღეს. მათი მოთხოვნა არის, რომ დემოკრატიულად მოხდეს ხმის მიცემის უზრუნველყოფა. არ არის საშიშროება, რომ ჩვენ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მივდიოდეთ. ერთ მხარეს არის ხალხი და მეორე მხარეს არის ერთი პარტია. ამის დადასტურება არის ის, რომ მმართველმა პარტიამ აირჩია რუსული გზა და ზოგჯერ მათ უწევთ თავის მოკატუნება, რომ ევროპისკენ მიდიან. მათ ამომრჩევლებს შორისაც კი, არის ის სურვილი, რომ ქვეყანა ევროპული გზით წავიდეს. ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ხალხს სურს ევროპული გზით განვითარება", - თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში.