თეგებით ძიება

მათ უნდათ და ენდომებათ მსხვერპლი თავისი ძალიან ცუდი აგენტურული მიზნების შესასრულებლად - მამუკა მდინარაძე მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშზე

ის ინფორმაციები, რომლებიც ფარული თუ ღია ჩანაწერების სახით გავრცელდა, იმასვე ადასტურებს, რასთანაც ამ შემთხვევაში გვაქვს საქმე - მათ უნდათ და სამწუხაროა, რომ გვიწევს ამის გამეორება, ენდომებათ მსხვერპლი თავისი ძალიან ცუდი აგენტურული მიზნების შესასრულებლად, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშის საუბრისას.

„მგონია, რომ ამ ფრაზას კომენტირებაც არ სჭირდება. სხვადასხვა მხრიდან როცა მოდის ინფორმაციები და ლოგიკა, რაც ადამიანურობის ჩარჩოებში არ ჯდება, ის ინფორმაციები, რომლებიც მათ შორის ფარული თუ ღია ჩანაწერების სახით გავრცელდა, იმასვე ადასტურებს, რასთანაც ამ შემთხვევაში გვაქვს საქმე. მათ უნდათ, უნდოდათ და სამწუხაროა, რომ გვიწევს ამის თქმა, ენდომებათ მსხვერპლი თავისი ძალიან ცუდი, აგენტურული მიზნების შესასრულებლად.

ჩვენ ვიცით კანვასის ტრენინგების შესახებ, მაკკეინის ინსტიტუტის გეგმების შესახებ, ყველა შემთხვევაში, ყველა ეს გეგმა მიმართულია იქით, რომ საქართველოში იყოს ქაოსი, რაც არის სამწუხარო რეალობა, მაგრამ საბედნიეროდ, საქართველო, ქართველი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება კარგად უმკლავდება ამ გამოწვევებს. ჩვენ იმისთვის ვართ, რომ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ ღირსეულად, ამავდროულად, რაც უნდა რთული იყოს, ამის პარალელურად გავაგრძელოთ ეკონომიკური განვითარება, გვქონდეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ღირსეული სვლა ევროკავშირისკენ, ევროპისკენ, ევროპის სრულფასოვანი წევრობისკენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მაკკეინის ინსტიტუტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მისია შეშფოთებულია აზრის მშვიდობიან გამოხატვაში ჩართული მოქალაქეების მიმართ ოფიციალური ძალადობის მასშტაბებითა და სიმძიმით“.

„სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოკლეს, მაგრამ ეს რისკი გაიზრდება, თუ წამება გაგრძელდება. იმ საშინელ შემთხვევაში, თუ მკვლელობა მოხდება მთავრობის ავაზაკების მიერ, პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო არასტაბილური შეიძლება გახდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა