რა ღირს 1 კვ.მ. ბინის ფართი ბათუმში? - ახალი კვლევა
საქართველოს სიდიდით მე-2 ქალაქი, რომელშიც 185,000 ადამიანი ცხოვრობს - განაგრძობს ეკონომიკურ განვითარებას. ყოველდღიურად იზრდება უძრავი ქონების ბაზარი.
ნოემბერში ბათუმში ბინების გაყიდვები წლიურად 39%-ით, 1,374 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 46%-ით გაიზარდა და 71 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
ამ პერიოდში, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 6%-ით გაიზარდა და მ²-ზე 1,097 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 2%-ით, მ²-ზე 975 აშშ დოლარამდე შემცირდა", - ნათქვამია მიმოხილვაში.