თბილისში $264 მილიონის ღირებულების ბინები გაიყიდა - გაიგე მეტი
ახლახან გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გასულ თვეში თბილისში 3,800-მდე ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. Colliers Georgia-ს მიერ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ვებგვერდზე recov.ge-ზე განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ამ პერიოდში გაყიდული ბინების ღირებულება 2023 წლის ნოემბერთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და დედაქალაქში 264 მილიონი დოლარის ბინები გაყიდა (bm.ge)
2024 წლის ნოემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 5%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 17% და 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
„ახალ პროექტებში ტრანზაქციების 17%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის ნოემბერთან შედარებით მაჩვენებელი 7%-ით არის შემცირებული.
ნოემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 10%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 6% და 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა”, - ნათქვამია განახლებულ მიმოხილვაში.