თეგებით ძიება

მინა - უნიკალური მასალა თანამედროვე მშენებლობაში

მინის გამოყენება ადამიანმა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. ძველად შუშას მაგიურ თვისებებს მიაწერდნენ. მას შემდეგ მინის გამოყენების დიდი გზა გამოვიარეთ და ახლა იგი ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური და ძველი მასალაა, რომელსაც ბოლო დროს მშენებლობაშიც აქტიურად იყნებენ.

თავდაპირველად მინით მხოლოდ კარ-ფანჯრებს და სხვა შედარებით პატარა ელემენტებს ამზადებდნენ. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი თანამედროვე არქიტექტურაში მისი მასიური გამოყენება დაიწყეს, ბეტონთან და ლითონთან ერთობლიობაში.

მინა და ლითონი განვითარების ერთგვარი სიმბოლო გახდა არაერთ ქვეყანაში, სადაც მსგავსი შენობები წარმოდგენას ქმნიდა სრულყოფილებასა და ფუფუნებაზე.

მინის მახასიათებლები:

გამჭვირვალობა: ეს საშუალებას იძლევა მუდმივი ვიზუალური კონტაქტი იქონიოთ გარე სამყაროსთან. ასევე სპეციალური დამუშავების მეშვეობით, მინა შეიძლება გახდეს ნაკლებად დამჭვირვალეც, სხვადასხვა ტონალობის.  

თბოგამტარიანობა: ეს თვისება განსაზღვრავს იმას, თუ რამდენ სითბოს ატარებს ფანჯრები. რაც უფრო დაბალია თბოგამტარობის მნიშვნელობა, მით უკეთესია შუშის საიზოლაციო თვისებები და მით უფრო კარგად ინახავს ის სითბოს ან სიცივეს.

სიმტკიცე: მინა საკმაოდ მყიფე მასალაა, მაგრამ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მეშვეობით, ზოგიერთ მასალას და დანამატს შეუძლია გაზარდოს მისი სიმტკიცე (დატვირთვის დროს დეფორმაციის წინააღმდეგობის უნარი).

სათბურის ეფექტი: სათბურის ეფექტი მიეკუთვნება გარემოებებს, როდესაც მზის ხილული სინათლის მოკლე ტალღები გადის მინაზე და შეიწოვება, მაგრამ ხანგრძლივ ინფრაწითელ გამოსხივებას არ შეუძლია გაიაროს მინაში. ეს ხელს უწყობს შენობაში მეტი სითბოს შენარჩუნებას.

ტექნოლოგიურობა: მინა მარტივად ემორჩილება ფორმირებას - სპეციალური ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელია მისი დაჭინვა, დაწნეხვა და ა.შ. დამუშავების შედეგად, შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა თვისებების მქონე მინა - გამჭვირვალე, უფერო, ფერადი და სხვა. ასევე შესაძლებელია მინის შედუღებაც.

მეორადი გადამუშავება: მინა 100%-ით ექვემდებარება მეორად გადამუშავებას, მინიდ ნატეხები (გატეხილი ან არასასურველი მინის ჭურჭელი, რომლებიც შეგროვებულია ხელახლა დნობისთვის) გამოიყენება როგორც ნედლეული მინის წარმოებაში, ბეტონის კონსტრუქციებში დანამატების სახით და ა.შ.

ენერგოეფექტურობა და ხმის იზოლაცია: ენერგოეფექტური შემინვა - ეს ტერმინი გამოიყენება თანამედროვე ფანჯრების ორმაგი ან სამმაგი შემინვის დროს. ჩვეულებრივი ერთმაგი მინის ან ძველებური ორმაგი მინისგან განსხვავებით, ენერგოეფექტური მინა უზრუნველყოფს სითბოს გაჟონვას ფანჯრებიდან და ასევე ხელს უწყობს ხმის იზოლაციას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა