თეგებით ძიება

თბილისში ბინები გაძვირდა - იხილეთ კვლევის შედეგები

ნოემბერში თბილისში 3 739 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. „ქოლიერსის“ კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 11%-ით გაიზარდა.

კვლევის მიხედვით, ნოემბერში 1 კვ.მ-ის ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გაიზარდა და 1 100 დოლარს შეადგინა, ეს კი მაშინ, როცა გასული წლის ნოემბერში კვადრატული 1 034 დოლარი ღირდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფასები გაიზარდა როგორც ძველ, ასევე ახალ დეველოპერულ პროექტებში. მაგალითად, 2023 წლის ნოემბერში ძველ პროექტებში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 1 028 დოლარი იყო, წელს კი 1 180 დოლარს მიაღწია.

ახალ პროექტებში გასული წლის საანგარიშო პერიოდში საცხოვრებელ ბინას 1 036 დოლარად (1კვ.მ) შეიძენდით, წელს კი ღირებულება 1 079 დოლარამდეა გაზრდილი.

წყარო: bpn.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა