"ციხეში არ შესვლა ამ მომენტში მათ დიდ შეცდომად მიმაჩნია, მაგრამ ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ" - ელენე ხოშტარია ევროსაბჭოს ვიზიტზე
"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ევროსაბჭოს ვიზიტის ფორმატს აკრიტიკებს.
"გუშინ გავაკრიტიკე ევროსაბჭოს ვიზიტის ფორმატი. განმარტება მინდა გავაკეთო.
1. ევროსაბჭო არაა ქვეყანა, ორგანიზაციაა და არანაირ აღიარებასთან კავშირი არ აქვსს. წევრები ვართ მანდ. ოცნება იყენებს პროპაგანდაში და სამწუხაროა, რომ ამის საშუალება მისცეს
2. მათი მთავარი მანდატი ადამიანის უუფლებებია. პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არ შესვლა ამ მომენტში მათ მეორე დიდ შეცდომად მიმაჩნია.
სრული პატივისცემით, მაგრამ ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ
ხდება ხოლმე, რომ ორგანიზაციები ცდებიან, ამაზე ლაპარაკი არ ტეხავს, მთავარი ჩვენი პოზიციების სიმყარე და პრინციპულობაა. პოლიტპატიმრების გარეშე ეს ვიზიტი არასწორია!", - წერს ელენე ხოშტარია.