თეგებით ძიება

2024 წლის III კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 25 მილიონ ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტთან დაკავშირებით 2024 წლის III კვარტალის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 24 855.7

მილიონ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით (21 500), რეალური მთლიანი

შიდა პროდუქტის ზრდამ 11.0 პროცენტი შეადგინა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წლის III კვარტალში 4.3 პროცენტით განისაზღვრა.

როგორც საქსტატში აცხადებენ, 2024 წლის მესამე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა (30.9 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (32.8 პროცენტი),

საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (11.0 პროცენტი),

განათლება (35.6 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (22.9 პროცენტი),

სახელმწიფო მმართველობა (14.7 პროცენტი).

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-4.9

პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-13.6

პროცენტი).

ამასთან, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა

ვაჭრობა (15.4 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (9.7 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს

იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.3 პროცენტი), მშენებლობა (8.7

პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.4 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია

(6.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.2 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.9

პროცენტი).

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი:

რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით:

როგორც საქსტატში აღნიშნავენ, დაზუსტებული მონაცემები 2025 წლის 14 ნოემბერს გამოქვეყნდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა