თეგებით ძიება

რა გავლენას ახდენს კრიზისები უძრავი ქონების ბაზარზე - გაიაფდება ბინები?

ქვეყნის პოლიტიკური არასტაბილურობა ბევრისთვის გაურკვევლობის მიზეზი ხდება, რაც გავლენას ახდენს ფინანსურ გადაწყვეტილებებზე. თუმცა, უძრავი ქონების ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე და სტაბილური სექტორია, რომელსაც არასტაბილური გარემოც კი ვერ ანგრევს.

უძრავი ქონების ფასებზე ძირითადად გავლენას ახდენს მიწოდება და მოთხოვნა. დღესდღეობით საქართველოში უძრავი ქონებაზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია. ქვეყნის ურბანიზაცია, ახალი მშენებლობები და ფინანსური ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობა ინარჩუნებს ფასებს სტაბილურად მაღალ დონეზე.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბინის შეძენა არ არის მხოლოდ საცხოვრებლის უზრუნველყოფა. ეს არის ინვესტიცია, რომელიც ყოველთვის მოიტანს მოგებას გრძელვადიან პერსპექტივაში. თუ დღეს ბინის ყიდვაზე უარს იტყვით და "სტაბილურ მომენტს" დაელოდებით, შესაძლოა, მომავალში უფრო მაღალი ფასები და ნაკლები არჩევანი დაგხვდეთ.

რატომ არის ახლა უძრავ ქონებაში ინვესტიცია ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი?

  • ბაზრის სტაბილურობა: არასტაბილურობის მიუხედავად, უძრავი ქონება რჩება ერთ-ერთ ყველაზე საიმედო ინვესტიციად. ისტორიულად, კრიზისებიც კი ვერ ანგრევს ამ ბაზრის მდგრადობას.
  • მოთხოვნის ზრდა: თბილისსა და რეგიონებში ბინებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, რაც მომავალშიც ფასების ზრდას განაპირობებს.
  • დაცული ინვესტიცია: თქვენი კაპიტალი უძრავ ქონებაში უსაფრთხოდ ინახება და მისი ღირებულება დროთა განმავლობაში მხოლოდ იზრდება.

არ გადადო შენი სტაბილური მომავლლის შენება!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა