მთავრობა ვახტანგ გომელაურს, ზვიად ხარაზიშვილს, ვაჟა სირაძეს და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანს ღირსების ორდენზე წარადგენს
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინაუგურაციის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 მაღალჩინოსანს ღირსების ორდენზე წარადგენენ.
როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ღირსების ორდენზე წარსადგენთა შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ინაუგურაციის შემდეგ ღირსების ორდენზე წარვადგინო შს-ის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები.11 თანამდებობის პირზეა საუბარი. ესენი არიან შს მინისტრი, ვიცე - პრემიერი, ვახტანგ გომელაური, შს მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე, შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, შს მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი, შს მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე, შს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თემურ კუპატაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, სულხან თამაზაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები მილერი ლაგაზაური და მირზა კერზევაძე. ინაუგურაციის შემდეგ 11-ივე წარმომადგენელი ჩვენი მხრიდან ღირსების ორდენზე იქნება წარდგენილ“, - განაცხადა კობახიძემ.
ინფორმაციისთვის, შსს-ს აღნიშნული ხელმძღვანელი პირებიდან ზოგიერთი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან სანქცირებულია.