ახალი პროექტი გლდანში - რას გთავაზობთ სოლუმ დეველოპმენტი
ერთდროს ნაკლებად პოპულარული გარეუბანი, თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში - გლდანი, დღეს დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უბნებს შორისაა. ეს ფაქტი გასაკვირი სულაც არაა, უკანასკნელ წლებში უბანი მეტად განვითარდა და პრაქტიკულად ქალაქი-ქალაქში ტიპის ურბანულ დასახლებად იქცა. არაერთი მოლი, მრავალი საზოგადოებრივი თუ გასართობი დაწესებულება და გამართული სატრანსპორტო სისტემა - გლდანის უპირატესობებია.
ახმეტელის თეატრი და მისი სახელობის მეტროსადგური უბნის ყოველდღიური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ცენტრია. მოქალაქეები ბინის შეძენას სწორედ მის სიახლოვეს ირჩევენ, განსაკუთრებით კი ე.წ. კენტ მიკრორაიონებში. გლდანი ჯამში 10 მიკრორაიონისგან შედგება: ლუწები - II, IV, VI, VIII, კენტები - I, III, V, VII და დამატებით A / IIIa მიკრორაიონები. ისინი 2.5 კილომეტრიანი საზოგადოებრივი ზოლის გარშემო არიან განლაგებულნი.
სოლუმის ახალი მიმდინარე პროექტი გლდანის V მ/რ-ში, ჯაბიძის 11 ნომერის მიმდებარედ
სამშენებლო კომპანია "სოლუმ დეველოპმენტი" გთავაზობთ ახალ პროექტს გლდანის V მ/რ-ში, ახმეტელის მეტროდან 10 წუთში. პროექტი ერთი 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსისგან შედგება, მინიმალური ფართი 42 კვ.მ.-დან იწყება. კორპუსი აღჭურვილი იქნება 41-ე დადგენილების შესაბამისად, თანამედროვე სამშენებლო მასალებითა და თბოიზოლაციის საშუალებებით, რომელიც 20%-ით ამცირებს გათბობა-გაგრილებაზე გასაწევ გაზისა და ელ. ენერგიის დანახარჯებს. კორპუსის გარშემო გამართული ინფრასტრუქტურა დაგხვდებათ, საზ. ტრანსპორტის გაჩერება, გლდანის საფეხბურთო ცენტრი და სავაჭრო ობიექტები.
ისარგებლე შენზე მორგებული პირობებით და გახდი სოლუმის ახალი პროექტის მობინადრე! დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანიის საიტს ან დაუკავშირდით ნომერზე: 0322 12 11 11