თეგებით ძიება

რა უპირატესობები და უარყოფითი მხარეები აქვს პენტჰაუსში ცხოვრებას?

პენტჰაუსი არის მაღალი კლასის საცხოვრებელი, რომელიც განთავსებულია შენობის ბოლო სართულზე ან, ზოგჯერ, სართულებს შორისაც. იგი გამოირჩევა დიდი ფართობით, გამორჩეული ხედებითა და მაღალი დონის კომფორტით. თავდაპირველად, პენტჰაუსები გათვალილი იყო როგორც ელიტური საცხოვრებლები, მდიდრებისთვის და მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, თუმცა დღესდღეობით მისი შეძენა ბევრს შეუძლია.

პენტჰაუსის ევოლუცია:

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე პენტჰაუსი ხშირად უფრო თანამედროვე და მდიდრული დიზაინით გამოირჩევა, თავდაპირველად ეს იყო საკმაოდ უბრალო სახლები. პირველი პენტჰაუსები 1920-იან წლებში გაჩნდა, როდესაც მდიდარმა ადამიანებმა დაიწყეს ქალაქის ცენტრში მულტისაცხოვრებელი სახლების ზემო სართულების მოწყობა. ასეთი ბინების მთავარი მიზანი იყო ქალაქის ხმაურისგან განმარტოება და მაღალხარისხიანი პირობების შექმნა. ძველ დროში პენტჰაუსები არ იყო ასეთი ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული და კომფორტული, როგორც დღეს.

თანამედროვე პენტჰაუსების უპირატესობები:

დიზაინი და კომფორტი: თანამედროვე პენტჰაუსები წარმოადგენს ძვირადღირებული ავეჯით, საუკეთესო მასალებითა და  დიდი ვიტრაჟებით მოწყობილ სივრცეს, საიდანაც უნიკალური ხედები იშლება;

თანამედროვე ტექნოლოგიები: დღეს პენტჰაუსები მოწყობილია ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორიცაა ჭკვიანი სახლების სისტემები (ჭკვიანი განათება, გათბობა, ხმოვანი კონტროლი და სხვ.), დახვეწილი სამზარეულოებითა და აბაზანებით, აუზებით, ჯაკუზებით, სპორტული დარბაზებითა თუ კომფორტული ვერანდებით.

პანორამული ხედები და ადგილმდებარეობა: პენტჰაუსები, როგორც წესი, მდებარეობს მაღასართულიანი სახლების ბოლო სირთულეზე, რაც განსაკუთრებულ ელიტურობას მატებს საცხოვრებელს და საშუალებას აძლევს მფლობელებს, დატკბნენ ულამაზესი პანორამული ხედებით, რაც მნიშვნელოვან უპირატესობად ითვლება.

პრივატულობა: პენტჰაუსები, როგორც წესი, განლაგებულია ბოლო სართულებზე, რაც მათ მფლობელებს მეტი პერსონალური სივრცის ქონის საშუალებას აძლევს.

თანამედროვე პენტჰაუსების ერთადერთ უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს: მაღალი ხარჯები. როგორც წესი, პენტჰაუსების ღირებულება მაღალია, როგორც თავდაპირველი შეძენისას, ისე შენახვასა და მოვლაშიც. გადასახადებიც უფრო ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივ ბინებში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა