"არ დავუშვათ, რომ საცივის გემომ თავისუფლების გემო გადასძალოს“ - რას წერს ბექა ყორშია?
ჟურნალისტი, ბექა ყორშია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"ბავშვობიდან რაც მიყვარს, ახალი წელია და მისი აღნიშვნა ოჯახთან და ახლო მეგობრებთან ერთად, მაგრამ ახლა ყველანი ვიაზრებთ, რა რეალობაშიც ვართ.
ვინც აპირებს, რომ ახალ წელს ტრადიციულად სახლში შეხვდეს, მინდა შევახსენო, რომ გვყავს ათობით პოლიტპატიმარი, რომლებსაც ახლა ჩვენზე მეტად უნდათ თავიანთ ოჯახებთან ყოფნა. არათუ ახალი წლის აღნიშვნა, არამედ უბრალოდ, საყვარელი ადამიანების ნახვა.
არც კი დავუშვათ, რომ ახალი წელი ისე აღვნიშნოთ, როგორც წინა წლებში. არ გვაქვს ამის უფლება და მორჩა.
სადღესასწაულოდ არ გვაქვს საქმე. მოთქმა-გოდება და სახის ხოკვაც არაფერს გვაძლევს, მაგრამ ჩვენმა თანამებრძოლებმა აუცილებლად უნდა იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა ციხეებსა თუ იზოლატორებში.
სანამ ეს ხალხი ციხეშია, იცოდეთ, რომ ჩვენ თავისუფლებაზე სრულიად შემთხვევით ვართ.
გავიმარჯვებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ. მთავარია, თავი არ მოვიტყუოთ.
არ დავუშვათ, რომ საცივის გემომ თავისუფლების გემო გადასძალოს", - წერს ბექა.