თეგებით ძიება

რა გაძვირდა/გაიაფდა დეკემბერში?

დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ინფლაცია 1.9% იყო. საქსტატის თანახმად, წლიურ ჭრილში ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია შემდეგ ჯგუფებში ფასის კლება/მატებამ.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 3.6%-ით გაიზარდა; ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასი 5.9%-ით არის მომატებული.

რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვას, ჯგუფში ფასები გაზრდილია 3.7%-ით, კავშირგაბმულობის ჯგუფში კი ფასი შემცირდა 12.7%-ით. ასევე კლებაა საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგიისა და აირის ჯგუფში, სადაც წლიურად ფასებმა 3.2%-ით იკლო.

დეკემბერში წინა წლის დეკემბერთან შედარებით ათი ყველაზე გაძვირებული პროდუქტია:

მწვანილი - 117%

ნიორი - 46%-ით

ბადრიჯანი - 45%-ით

მწვანე ლობიო - 43%-ით

კივი - 28%-ით

ქორწინების ოქროს ბეჭედი - 28%-ით

კომბოსტო - 25%-ით

თვითმფრინავით მგზავრობა - 23%-ით

ბრინჯი - 21%-ით

კიტრი - 21%-ით

ყველაძე გაიაფებული პროდუქტები დეკემბერში:

ინტერნეტის გადასახდელი - 40%-ით

ანტიბიოტიკები - 26%-ით

საზამთრო - 15%-ით

კარტოფილი - 14%-ით

ელექტროენერგიის გადასახადი - 14%-ით

სიმინდის ფქვილი - 14%-ით

ატამი - 12%-ით

შპალერი - 13%-ით

დიზელის საწვავი - 12%-ით

ბავშვის კოლგოტი - 12%-ით

ინფლაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველთვიურად სამომხმარებლო კალათის საფუძველზე ანგარიშობს. სამომხმარებლო კალათა 300-ზე მეტ პროდუქტსა და მომსახურებას აერთიანებს და მოიცავს ქვეყნის მოსახლეობის მიერ შეძენილ ყველაზე ხშირად მოხმარებად საქონელსა და მომსახურებას.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა