რა გაძვირდა/გაიაფდა დეკემბერში?
საქსტატმა ინფლაციის ახალი მაჩვენებელი გამოაქვეყნა, საიდანაც ვიგებთ, რომ გასული წლის ბოლოს, დეკემბერში წლიური ინფლაცია 0.4% იყო. ეს ნიშნავს, რომ 2022 წლის დეკემბერთან შედარებით ქვეყანაში ფასები საშუალოდ 0.4%-ით გაიზარდა.
დეკემბერში წინა წლის დეკემბერთან შედარებით ათი ყველაზე გაძვირებული პროდუქტია:
მწვანილი - 117%
ნიორი - 46%-ით
ბადრიჯანი - 45%-ით
მწვანე ლობიო - 43%-ით
კივი - 28%-ით
ქორწინების ოქროს ბეჭედი - 28%-ით
კომბოსტო - 25%-ით
თვითმფრინავით მგზავრობა - 23%-ით
ბრინჯი - 21%-ით
კიტრი - 21%-ით
ყველაძე გაიაფებული პროდუქტები დეკემბერში:
ინტერნეტის გადასახდელი - 40%-ით
ანტიბიოტიკები - 26%-ით
საზამთრო - 15%-ით
კარტოფილი - 14%-ით
ელექტროენერგიის გადასახადი - 14%-ით
სიმინდის ფქვილი - 14%-ით
ატამი - 12%-ით
შპალერი - 13%-ით
დიზელის საწვავი - 12%-ით
ბავშვის კოლგოტი - 12%-ით
ინფლაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველთვიურად სამომხმარებლო კალათის საფუძველზე ანგარიშობს. სამომხმარებლო კალათა 300-ზე მეტ პროდუქტსა და მომსახურებას აერთიანებს და მოიცავს ქვეყნის მოსახლეობის მიერ შეძენილ ყველაზე ხშირად მოხმარებად საქონელსა და მომსახურებას.