თეგებით ძიება

ხაჭაპურის მომზადება გაძვირდა

2024 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 7.03 ლარი შეადგინა. ფასები თვიურად 3.8%-იანი, ხოლო წლიურად 8.4%-იანი ზრდას აჩვენებს -ინფორმაციას ISET-ის კვლებზე დაყრდნობით, ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.

კვლევის მიხედვით, სადღესასწაულო სეზონის დროს, რომელსაც საშობაო და საახალწლო სუფრების მზადებით გამოწვეული მოთხოვნის ზრდა ახასიათებს, ინდექსმა თვიურ ჭრილში ზრდა აჩვენა.

„2024 წლის დეკემბერში ყველის ფასი წინა თვესთან შედარებით 8.8%-ით გაიზარდა, ხოლო დანარჩენი ინგრედიენტების ფასებზე უმნიშვნელო კლება დაფიქსირდა.

წლიურ ჭრილში, ხაჭაპურის ინდექსმა აჩვენა ფასების ზრდა ყველა ინგრედიენტზე, გარდა კვერცხისა, რომლის ღირებულებაც 8.4%-ით შემცირდა. ყველაზე მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა ყველის ფასზე (+12.3%), რომელსაც მოჰყვება კარაქი (+11.3%), საფუარი (+9.3%), რძე (+8.9%) და ფქვილი (+3%).

2015-2024 წლების მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ 2024 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება თითქმის გაორმაგდა და 3.77-დან 7.03 ლარამდე გაიზარდა. აღნიშნულ ათწლეულში დეკემბრის ფასებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2016 წელს დაფიქსირდა (3.61 ლარი). 2024 წლის დეკემბრის ხაჭაპურის ინდექსმა რეკორდი დაამყარა და 0.6%-ით გადააჭარბა 2022 წლის დეკემბერში დაფიქსირებულ პიკს – 6.99 ლარს”, - აღნიშნულია კვლევაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა