თბილისში ბინის ქირა გაიაფდა
თბილისში ქირის ფასები შემცირდა.
„გალთ ენდ თაგარტმა“ უძრავი ქონების ბაზრის კვლევა განაახლა და აღმოჩნდა, რომ „თბილისში ქირის ფასები 2024 წელს მეტწილად სტაბილურია და კვადრატულ მეტრზე 10 აშშ დოლარის ფარგლებში ნარჩუნდება, 2023 წელს დაფიქსირებული პიკური ქირის შემდეგ. ეს ტენდენცია ნოემბერშიც შენარჩუნდა და თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირის ფასმა კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა“.
კვლევის მიხედვით, დედაქალაქში 2024 წლის ნოემბერში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 9.9 დოლარი იყო, გასული წლის ნოემბერში კი 11.2 დოლარს უტოლდებოდა.
ქირის ფასი უბნების მიხედვით ყველაზე ძვირი ვაკეშია და კვადრატული 14.7 დოლარი ღირს, ყველაზე იაფად კი ბინის ქირაობა შესაძლებელია სამგორში, სადაც კვადრატული მეტრის ფასი 8 დოლარზე ფიქსირდება.
როგორია დედაქალაქში ქირის საშუალო ფასი 1 კვ.მ-ზე უბნების მიხედვით:
სამგორი - 8 დოლარი;
დიდი დიღომი - 8.3 დოლარი;
ვაშლიჯვარი - 8.4 დოლარი.
გლდანი - 8.5 დოლარი;
ნაძალადევი - 9.1 დოლარი;
დიდუბე - 9.5 დოლარი;
კრწანისი - 10.1 დოლარი;
ისანი - 10.2 დოლარი;
ჩუღურეთი - 10.2 დოლარი;
საბურთალო - 11.4 დოლარი;
მთაწმინდა - 13 დოლარი;
ვაკე - 14.7 დოლარი;
ბიზნესპრესნიუსი