თეგებით ძიება

ნოემბერში ყველზე მეტი ბინა დიღომში გაიყიდა - უბნების რეიტინგი

2024 წლის ნოემბერში, თბილისში გაყიდული 3,560 ბინიდან უდიდესი რაოდენობა - 26% დიდ დიღომში გაიყიდა.

თიბისი კაპიტალის უძრავი ქონების განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ახალი ბინების გაყიდვებში მნიშვნელოვანი წლიური ზრდის ტემპი დაფიქსირდა ჩუღურეთში, ისანში, დიდუბესა და დიდ დიღომში, სადაც როგორც ახალი, ასევე ძველი ბინების უდიდესი რაოდენობა გაიყიდა.

ამასთან, 2024 წლის ნოემბერში მ²-ის საშუალო ფასმა მთაწმინდის რაიონში თითქმის $2,500 შეადგინა. უბნების უმეტესობაში დაფიქსირდა ახალი ბინების ფასის წლიური ზრდა.

თიბისი კაპიტალის საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებული მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში ბინების ტრანზაქციები თვიურ ჭრილში 3%-ით შემცირდა, ხოლო წლიურად ზრდამ 10%-ს მიაღწია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა