ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი, შესაძლოა უახლოეს დღეებში შედგეს
აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი, შესაძლოა, უახლოეს დღეებში შედგეს, ლიდერებს შორის შეხვედრის ორგანიზების მიზნით, სამზადისი უკვე მიმდინარეობს. ინფორმაციას Reuters-ი ამერიკის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მომავალ მრჩეველზე მაიკ უოლცზე დაყრდნობით ავრცელებს.
უოლცმა განმარტა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა სამშვიდობო პროცესისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება და ეს შესაძლოა ძალიან მალე მოხდეს.
თუმცა კონგრესმენმა ასევე განმარტა, რომ კიევსა და მოსკოვს შორის დიალოგის გზით ომის დასასრულებლად, ფრონტის ხაზზე ვითარების დასტაბილურებაა საჭირო, ამისათვის კი უკრაინამ სამხედრო მობილიზაციის ასაკი 18 წლამდე უნდა დაწიოს.