თეგებით ძიება

ფინანსთა სამინისტრომ ₾50 მილიონის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა

Galt & Taggart-ის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის 6 იანვარს 6-თვიანი 50 მლნ ლარის (17.8 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა.

აუქციონზე მოთხოვნა 2.2-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.023პპ-ით გაიზარდა და 7.583% შეადგინა.

შემდგომი აუქციონი დაგეგმილია 2025 წლის 14 იანვარს, სადაც 1-წლიანი 20 მლნ ლარის ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 11.7-წლიანი 30 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.

2025 წელს საქართველოს მთავრობა სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით 1.6 მილიარდი ლარის შიდა ვალის აღებას გეგმავს. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 1.5 მილიარდი ლარი იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა