სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში ჩავიდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში ჩავიდა - ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება, რომელიც 20 იანვარს არის დაგეგმილი.
სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად "რესბუბლიკელმა" კონგრესმენმა, ჯო უილსონმა მიიწვია.