თეგებით ძიება

რა თანმიმდევრობით უნდა გაკეთდეს ბინის რემონტი? - რჩევები

ბინის რემონტი შრომატევადი, ძვირადღირებული და სირთულეებით სავსე პროცესია. ეს პროცესი რომ  დროში არ გაგეწელოთ და ხელმეორედ საკეთებელი არ გახდეს საჭიროა ყველა ეტაპის თანმიმდევრობით განხორციელება.

ამ სტატიაში ჩვენ გიამბობთ, თუ როგორ უნდა გააკეთოთ რემონტი სწორად. 

1. როგორ იწყება ბინაში რემონტი?

თუ ბინის იერსახის რადიკალურად შეცვლას ანუ რემონტის ნულიდან დაწყებას აპირებთ, პროექტის შექმნით, ბიუჯეტის გამოთვლით და მასალების შეძენით უნდა დაიწყოთ. ამის შემდეგ სახლიდან ავეჯის გატანაზე უნდა იზრუნოთ, რადგან მუდმივად ერთი ოთახიდან მეორეში გადატანა რემონტის პროცესს შეანელებს.

მეორადი ბინის რემონტის დროს, შემდეგ ეტაპზე დემონტაჟის სამუშაოები ტარდება. თუ საუბარია კაპიტალურ რემონტზე, მაშინ კედლის, იატაკისა და ჭერის საფარის გარდა, საჭირო იქნება საკომუნიკაციო სისტემების დემონტაჟიც (ელექტროგაყვანილობა და ა.შ.). საჭიროების შემთხვევაში, ამ ეტაპზე ტიხრების და კედლების დემონტაჟიც ხდება, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ბინის ხელახალი დაგეგმვისთვის თითქმის ყოველთვის სპეციალური საბუთების მიღება დაგჭირდებათ, ზოგი კედლის დანგრევა ან რეკონსტრუქცია კი საერთოდ შეუძლებელია. რემნტის გეგმის შედგენისას ეს პუნქტი გასათვალისწინებელია.

რემონტის სწორი თანმიმდევრობა 

რემონტის სწორი თანმიმდევრობა არის მთავარი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს რამდენად სწრაფად დასრულდება რემონტი და რამდენად ხარისხიანი იქნება შედეგი. შენობის განლაგებიდან გამომდინარე, სამუშაოს თანმიმდევრობა შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს. გთავაზობთ სამუშაო გეგმას, რომელიც დაგეხმარებათ რემონტი სწორი თანმიმდევრობით შეასრულოთ.

1. შენობის მომზადება.

რემონტის დაწყებამდე აუცილებელია შენობის მომზადება, ამისთვის უნდა გაიტანოთ ავეჯი და სხვა ნივთები შენობიდან.

იატაკის საფარი და დარჩენილი ავეჯი უნდა დაიცვათ მტვრისა და ჭუჭყისაგან.

მჭიდროდ დახურეთ კარ-ფანჯრები, რომ მტვერი სხვა ოთახებში არ მოხვდეს.

2. „შავი სამუშაო“

ოთახის მომზადების შემდეგ, „შავი სამუშაო“ უნდა დაიწყოს. კერძოდ: კედლების და ტიხრების წყობის დაგეგმარება, გაშპაკვლა და დაგრუნტვა, ელექტროობის, წყალ-გაყვანილობა/კანალიზაციისა და გათბობა/გაგრილების დაქსელვა, ასევე კარებებისა და ფანჯრების რეკონსტრუქცია.

3. მოპირკეთება

რემონტის შემდეგი ეტაპია მოპირკეთება, რომელიც მოიცავს: ზედაპირების გასწორებას (კედლები, ჭერი და იატაკი) და ზედაპირების შელესვა.

ჭერი შეიძლება იყოს: გასაჭიმი, შეკიდული, შეთეთრებული, შეღებილი და კასეტური. ამ ეტაპზე კეთდება იატაკების გასწორება-მოჭიმვაც. 

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სარემნტო სამუშაო უნდა განხორციელდეს ზემოდან ქვემოდან. ანუ, პირველად ჭერი უნდა გაკეთდეს, შემდეგ კედლები გასწორდეს და ბოლო ეტაპზე - იატაკი. კედლების გასწორება შეიძლება ხელითაც გაკეთდეს და მანქანითაც. მანქანის მეთოდი პროცესის მაქსიმალურ ეფექტურობას უზრუნველყოფს, მაგრამ ის დახურულ სივრცეებში არ გამოიყენება.

სააბაზანო ოთახში რემონტის დაწყებამდე უნდა გაითვალისწინოთ, რომ მეტლახის გაკვრის შემდეგ თავისუფალი სივრცე იკლებს, ამიტომ წინასწარ უნდა გათვალოთ ავეჯის ზომები, რომელსაც სააბაზანოში დადგამთ.  სამზარეულოშიც და სააბაზანოში იმ ადგილას, სადაც წყალი დიდი ნაკადით ხვდება, ფილების ქვეშ აუცილებლად  ჰიდროიზოლაცია უნდა გაკეთდეს;

4. სახლის დეკორირება

ეს რემონტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს ეტაპი ითვალისწინებს ფილების დაგებას, ზედაპირების მოხატვას, შპალერის და კედლის სხვა საფარის გაკვრას, კარების და ფანჯრების ღიობების დაყენებას, საკეტების, როზეტების და ჩამრთველების დამონტაჟებას და ა.შ.   იმისათვის, რომ ყველა სამუშაო სწორად განხორციელდეს, აუცილებელია გარკვეული თანმიმდევრობის დაცვა. მაგალითად, იატაკის დაგება ბოლო ოთახიდან უნდა დაიწყოთ და შესასვლელთან დაასრულოთ, გზადაგზა კი ჭერი და კედლები დაამუშავოთ.  

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ რემონტის ძირითადი პრინციპი არის “ზემოდან ქვევით” ანუ ჯერ ჭერის, შემდეგ კედლების, ბოლოს კი იატაკის გაკეთება, რომ ახალი დაგებული იატაკი საღებავით, წებოთი, თაბაშირით ან სხვა ხსნარით არ დააზიანოთ. თუ მაინც ჯერ იატაკის დაგება გადაწყვიტეთ, გირჩევთ კედლებზე მუშაობისას იატაკზე პოლიეთილენი დააფინოთ, რადგან პოლიეთილენი კარგად უმკლავდება წებოსა და საღებავების ნაწილაკებს.

განლაგების ტიპის მიუხედავად, ბინის რემონტი ყველაზე შორეული ოთახიდან უნდა დაიწყოთ და ნელ-ნელა და შესასვლელისკენ გადაინაცვლოთ. 

და ბოლოს დაგეგმილი სამუშაოების ბიუჯეტი და ვადები დამოკიდებულია იმაზე კოსმეტიკური რემონტი გჭირდებათ თუ კაპიტალური. კაპიტალური რემონტისთვის 4 თვემდე მაინც დაგჭირდებათ, კოსმეტიკური შეიძლება ერთ თვეშიც დაასრულოთ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა