ირაკლი კუპრაძე აქვეყნებს დანის ფოტოსურათს, რომელიც, მისი თქმით, საბა ბუაძეზე თავდამსხმელს დაუვარდა
პარტია “ლელოს” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე აქვეყნებს დანის ფოტოსურათს, რომელიც, მისი თქმით, საბა ბუაძეზე თავდამსხმელს დაუვარდა. ფოტოზე ჩანს ხელის მტევნის სიგრძის დასაკეცი დანა.
შემთხვევა დღეს, დაახლოებით 16:00 საათზე, პარტიის საბურთალოს ოფისთან მოხდა. საბა ბუაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს ორი ადამიანი, რომლებიც პარტიის წევრებს აგინებდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ბუაძის მიმართულებით ქვა ისროლა.
“ვაჟა-ფშაველაზე, საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს პროვოკატორები შემოგვხვდნენ “შემთხვევით”, გინებით, დანით და ქვების სროლით. შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ვთაგავ. (ბოდიშს გიხდით უცენზურობისთვის)”, – დაწერა ბუაძემ სოციალურ ქსელში.