თეგებით ძიება
20. 01. 2025 ბიზნესი

Wald Hotel Lagodekhi - ერთადერთი სასტუმრო დაცულ ტერიტორიაზე

Wald Hotel Lagodekhi ერთადერთი სასტუმროა, რომელიც განთავსებულია ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. კომპლექსი მოიცავს სამ შენობას, სადაც განლაგებულია სტანდარტული, პრემიუმ ლუქსის კატეგორიის 45 ნომერი. სასტუმროს ტყესთან რაიმე გამყოფი ბარიერი არ აქვს, შეგიძლიათ ისეირნოთ, მოაწყოთ პიკნიკები და დატკბეთ საოცარი ბუნებით. თუ პასიური დასვენება უფრო გხიბლავთ, აქვეა საუნა კოტეჯები, დიდი და საბავშვო აუზები. არც პატარები მოიწყენენ, ეზოში ბავშვთა გასართობი სივრცეებია.

Wald Hotel Lagodekhi-ში არის შიდა რესტორანი და ბარი, რომელიც ემსახურება სტუმრებს როგორც ყოველღიურად, ასევე ქორწილებსა და სხვადასხვა წვეულებებზე.

კავკასიონის მთებით და ულამაზესი ბუნებით გარშემორტყმული, მყუდრო და თანამედროვე სასტუმრო, წლის ნებისმიერ სეზონზე, სტუმრებს სასიამოვნო და კომოფორტულ დასვენებას ჰპირდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა