თეგებით ძიება

„სუს-ის მანქანა დამყვება ყველგან... არ მეშინია, არა!!! გაიგეთ ეს! დაგმარხავთ და გადაყვებით პატიმრების საქმეს! გპირდებით!" - ანდრო ჭიჭინაძის დედა

დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილის მისამართით POSTV-ი დეზინფორმაციას ავრცელებს.

"ანდროს უგორებენ გაშავების კამპანიას შალიკო რამიშვილი და ცოცხალი ბოტები. ამოუღიათ აქსანა ბიჩკივას ფილმი, რომელიც გადაღებულია თბილისში უკრაინის ომამდე. 

ფილმი კოპროდუქციაა და თამაშობს ბევრი ქართველი მსახიობი! თვითონ აქსანა გახლავთ არაჩვეულებრივი პიროვნება, ანტიპუტინისტი, აქტივისტი, რომელსაც დევნიდნენ, ჩამოვიდა თბილისში და ჩვენმა ოჯახმა მისცა თავშესაფარი! შემდეგ წავიდა ბარსელონაში, ამჟამად იქ ცხოვრობს. რუსეთში დაიჭერდნენ ან მოკლავდნენ. 

შალიკომ ფილმი 2023 წელს გადაიღესო, რაც ტყუილია! ფილმი გადაღებულია თბილისში უკრაინის ომამდე! არც ერთ პროექტში უკრაინის ომიდ მერე რუსები რასაც სთავაზობდნენ, არ მიუღია მონაწილეობა, თანაც ძალიან დიდ თანხებს სთავაზობდნენ, რაზეც, რა თქმა უნდა, ანდრო უარს ამბობდა! 

აქსანა ბუჩკოვა უფრო მეტი ქართველია და პატრიოტი, ვიდრე შალიკო ბაყაყი და მისთანები, ამიტომ შალვა არ გაგივა, არა! 

ბორენკას და შენი მთავრობის რუსობას მიხედე შენ! ანდროს ვერ გააშავებ, ნუ ცდილობ! 

და კიდევ დამყვება სუს-ის მანქანა ყველგან ხო და არ მეშინია, არა!!! გაიგეთ ეს! ვიბრძოლებ ბოლომდე თქვენს წინააღმდეგ სიკვდილამდე! დაგმარხავთ და გადაყვებით პატიმრების საქმეს! გპირდებით!" - წერს ლიკა გუნცაძე.

ცნობისთვის, სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, ანდრო ჭიჭინაძე რუსულ ფილმში თამაშობს, რომელიც კინოთეატრებში 2023 წელს გამოვიდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა