თეგებით ძიება

"ვერცერთ ამერიკულ მთავრობას ვერ ვხედავ, რომელიც შეძლებს პარტნიორად ქვეყნის მიღებას, რომელიც ემეგობრება ხან ჩინეთს, ხან ირანს, ხან ზოგიერთ ტერორისტულ ჯგუფს" - სალომე ზურაბიშვილი

"ვერ­ცერთ ამე­რი­კულ მთავ­რო­ბას ვერ ვხე­დავ, რო­მე­ლიც შეძ­ლებს მსგავ­სი ქვეყ­ნის მე­გობ­რად და პარტნი­ო­რად მი­ღე­ბას, რო­მე­ლიც ემე­გობ­რე­ბა ხან­და­ხან ჩი­ნე­ლებს, ხან­და­ხან ირანს, ხან­და­ხან ზო­გი­ერთ ტე­რო­რის­ტულ ჯგუფს, და არა­ვი­თა­რი პრინ­ცი­პე­ბი არ გა­აჩ­ნია", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა Atlantic Council-ის შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბით აშშ-ის პო­ლი­ტი­კა ყო­ველ­თვის ორ­პარ­ტი­უ­ლი იყო და სა­სან­ქციო ნა­ბი­ჯებს, რომ­ლე­ბიც ბოლო დროს ვნა­ხეთ, უკვე აქვს თა­ვი­სი ეფექ­ტი. შეგ­ვიძ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­კვე­უ­ლი წრე­ე­ბის რე­აქ­ცი­ით ამის და­ნახ­ვა, ნა­რა­ტი­ვის მი­უ­ხე­და­ვად, თით­ქოს არა­ფე­რი ხდე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, შეგ­ვიძ­ლია და­ვი­ნა­ხოთ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

"MEGOBARI აქტი”, რო­მე­ლიც ხე­ლახ­ლა იქნა წარ­დგე­ნი­ლი კონ­გრეს­მენ უილ­სო­ნის მიერ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ნა­ი­დან ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბას აჩ­ვე­ნებს. ის აჩ­ვე­ნებს, რომ თუ იზო­ლი­რე­ბუ­ლად ყოფ­ნა გვსურს - ეს არის იზო­ლა­ცი­ის რის­კე­ბი, ხოლო თუ ჩვენს რე­გი­ო­ნა­ლურ, ევრო-ატ­ლან­ტი­კურ გზას და­ვუბ­რუნ­დე­ბით, მა­შინ არ­სე­ბობს ზო­მე­ბი, რო­მელ­თა მი­ღე­ბაც შე­იძ­ლე­ბა და რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან სწრა­ფად შე­უძ­ლია დაგ­ვაბ­რუ­ნოს აშშ-სთან სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბას­თან, ეკო­ნო­მი­კურ კავ­ში­რებ­თან და მათ გან­ვი­თა­რე­ბას­თან და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პო­ლი­ტი­კურ გაღ­რმა­ვე­ბას­თან. ვფიქ­რობ, ეს ორ­მხრი­ვი პო­ლი­ტი­კა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც ეს “MEGOBARI აქ­ტშია” ჩა­წე­რი­ლი.

არა­ღი­ა­რე­ბა უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ნა­ი­დან არა მგო­ნია, რომ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს შე­უძ­ლია იმ ქვეყ­ნის მე­გობ­რად და პარტნი­ო­რად მი­ღე­ბა, რო­მელ­საც აღარ გა­აჩ­ნია არც ერთი ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მელ­თაც აშშ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უჭერ­და მხარს - არა­ნა­ი­რი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტი, კონ­სტი­ტუ­ცი­ის არა­ნა­ი­რი პა­ტი­ვის­ცე­მა, გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. ვერ­ცერთ ამე­რი­კულ მთავ­რო­ბას ვერ ვხე­დავ, რო­მე­ლიც შეძ­ლებს მსგავ­სი ქვეყ­ნის მე­გობ­რად და პარტნი­ო­რე­ბად მი­ღე­ბას, რო­მე­ლიც ემე­გობ­რე­ბა ხან­და­ხან ჩი­ნე­ლებს, ხან­და­ხან ირანს, ხან­და­ხან ზო­გი­ერთ ტე­რო­რის­ტულ ჯგუფს, და არა­ვი­თა­რი პრინ­ცი­პე­ბი არ გა­აჩ­ნია”, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა