თეგებით ძიება

"ტრამპი ძლიერი ამერიკის შესახებ საუბრობს, მაგრამ, რამდენად ძლიერია, თუ 3,7 მილიონიან ქვეყანას შეუძლია დასავლეთს ზურგი აქციოს" - სალომე ზურაბიშვილი

ქუ­ჩებ­ში გა­მო­სუ­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ახალ არ­ჩევ­ნებ­სა და ევ­რო­პულ გზა­ზე დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა France 24-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"უკვე 60 დღეა, ქუ­ჩებ­ში გა­მო­სუ­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ახალ არ­ჩევ­ნებ­სა და ევ­რო­პულ გზა­ზე დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვს. ევ­რო­პულ გზა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­თხოვ­ნაა. მა­სობ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მხო­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბის მო­პარ­ვას არ გა­მო­უწ­ვე­ვია. ამის მი­ზე­ზი ისიც იყო, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და პარ­ლა­მენ­ტი, მო­სახ­ლე­ო­ბის მან­და­ტის გა­რე­შე, ხალ­ხის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ წა­ვი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ევ­რო­პის­კენ გზა­ზე სვლას აჩე­რებს. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მოს­კო­ვი მი­ე­სალ­მა“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ დო­ნალდ ტრამ­პის კე­თილ­გან­წყო­ბის მო­პო­ვე­ბას მისი სი­ტყვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ცდი­ლობს.

"ისი­ნი ვა­შინგტონ­ში ლო­ბის­ტებს მი­მარ­თა­ვენ, მაგ­რამ მათი ე.წ. დიპ­ლო­მა­ტია არ მუ­შა­ობს, რად­გან ისი­ნი ქვე­ყა­ნას აღარ მარ­თა­ვენ. ისი­ნი ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და მთა­ვა­რი პარტნი­ო­რე­ბის მიერ იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. დო­ნალდ ტრამ­პი რე­ა­ლის­ტია. ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე მისი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი ძლი­ე­რი ამე­რი­კის შე­სა­ხებ იყო. ის ძლი­ე­რი ამე­რი­კის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს. მაგ­რამ, რამ­დე­ნად ძლი­ე­რია ამე­რი­კა, თუ 3,7 მი­ლი­ო­ნი­ან ქვე­ყა­ნას შე­უძ­ლია და­სავ­ლეთს ზურ­გი აქ­ცი­ოს, აშშ-სთან სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა მი­ა­ტო­ვოს და ჩი­ნე­თი­სა და რუ­სე­თის­კენ მიბ­რუნ­დეს?

რას გა­ა­კე­თებს ძლი­ე­რი ამე­რი­კა, თუ შავი ზღვა ამე­რი­კუ­ლი ფლო­ტის­თვის და­ი­კე­ტე­ბა? ასე რომ, სტრა­ტე­გი­უ­ლი და რე­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო არ­სე­ბობს, რო­მელ­თა­ნაც გამ­კლა­ვე­ბა დო­ნალდ ტრამპს, გარ­კვე­უ­ლი იდე­ო­ლო­გი­ე­ბის მი­მართ მისი სიმ­პა­თი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად მო­უ­წევს“, - აღ­ნიშ­ნა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა