პირველად, საერთაშორისო დოკუმენტში ოფიციალურად გაჩნდა მოთხოვნა არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით - გიორგი ვაშაძე
PACE-ის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ეხმიანება და ამბობს, რომ საერთაშორისო დოკუმენტში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ოფიციალურად მოთხოვნა პირველად გაჩნდა.
ვაშაძის შეფასებით, "ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია, გადამდები სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და ქვეყნებისთვის, როგორც სახელმძღვანელო პრინციპი, რითაც, ფაქტობრივად, ახალი არჩევნების მოთხოვნაში ყველა დაგვიჭერს მხარს".
„ფაქტობრივად, პირველად, საერთაშორისო დოკუმენტში ოფიციალურად გაჩნდა მოთხოვნა არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნება“ არალეგიტიმურია და ახლიდან უნდა ჩატარდეს არჩევნები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია, გადამდები სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და ქვეყნებისთვის, როგორც სახელმძღვანელო პრინციპი, რითაც, ფაქტობრივად, აბსოლუტურად, ახალი არჩევნების მოთხოვნაში ყველა დაგვიჭერს მხარს. ეს არის თქვენი, ქართველი ხალხის ბრძოლის, იმ უწყვეტი პროტესტის შედეგი, რაც ქუჩებში მიდის და ასევე, ჩვენი ერთიანობის შედეგი. პოლიტიკური ძალებისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან ერთიან ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. სრულად ახალი პროცესი იწყება.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს, რეზოლუცია მიიღო, რომელიც ქართული ოცნებისგან ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. ამავე დოკუმენტში საუბარია ოცნების დელეგატებზე შეზღუდვების დაწესებაზე.