ბოლო ათ წელში მშენებლობის ნებართვების რაოდენობა 27%-ით, ფართობი კი 65%-ით არის გაზრდილი
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2024 წელს გაცემულია 12 080 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 7.1 %-ით მეტი) 12 040.4 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 28.4%ით მეტი) შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ "საქსტატი" ავრცელებს.
ნებართვების 73.5% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46.8% მოდის ქ. თბილისზე, 10.5% – ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.2% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8.0% - კახეთის რეგიონზე.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. თბილისში 2024 წელს გაიცა 5 648 ნებართვა 6 773 742მ2-ზე. ბათუმში კი 461 ნებართვა 980 113მ2-ზე.
ბოლო ათ წელში გაცემული ნებართვების რაოდენობა 27%-ით, ფართობი კი 65%-ით არის გაზრდილი 2014 წელს ნებართვების რაოდენობა 9 479 ფართობი კი 7 258 011 მ2 იყო.
2024 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 3 245.6 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 1.4%ით ნაკლები) 3 604 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 13.3% მეტი). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 36.2% მოდის ქ. თბილისზე, 13.2 % – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.7%– კახეთის რეგიონზე და 7.7% – იმერეთის რეგიონზე. ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტებიდან ყველაზე მეტი არის საცხოვრებელი შენობა, შემდეგ მოდის სამრეწველო და სასაწყობო შენობა, შემდეგ სავაჭრო ობიექტები და სასტუმრო, მეხუთე ადგილზეა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტი.