თეგებით ძიება

დღეიდან, მშენებლობაში მცირე მეწარმეებისთვის გადასახადი ოცმაგდება

დღეიდან, 1-ელი თებერვლიდან სამშენებლო მომსახურებაზე აღარ გავრცელდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი - მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები სამშენებლო მომსახურებისას ვეღარ ისარგებლებენ 1%-იანი შეღავათიანი განაკვეთით. სამშენებლო მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებზე მცირე ბიზნესის სტატუსი აღარ გავრცელდება და მეწარმე 20%-იანი განაკვეთით დაიბეგრება.

ცვლილებები "ოცნებამ" 2024 წლის დეკემბერში დააინიიცირა და 2025 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში. თუმცა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე "ოცნების" დეპუტატი ბეჟან წაქაძე ცვლილების ისე ამოქმედებას, რომ სექტორს დრო არ ჰქონოდა შეეწინააღმდეგა. ცვლილებები გადავადდა. ბეჟან წაქაძე თვლიდა, რომ 1-ელ თებერვლამდე დროც არასაკმარისი იყო, თუმცა კომიტეტმა მოსაზრება აღარ გაითვალისწინა.

ფინანსთა სამინისტრო ამ ცვლილების შედეგად ბიუჯეტში გადასახადების 200 მილიონი ლარით ზრდას ელის.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა