2024 წელს თბილისში 41 ათასზე მეტი ბინა გაიყიდა, ბაზრის ზომა 2.8 მლრდ დოლარამდე გაიზარდა
2024 წელს თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 41 284 ერთეული შეადგინა და წინა წელთან შედარებით 2%-ით გაიზარდა. ამის შესახებ "ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული.
გასულ წელს ბაზრის ზომა 12%-ით, 2.8 მილიარდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
"2024 წელს თბილისში ახალ პროექტებში გასულ წელთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობის 8.5%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წელთან შედარებით მაჩვენებელი 13%-ით არის შემცირებული.
2024 წელს, თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2023 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა გარეუბანსა და ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში კი 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა,“- აღნიშნულია კვლევაში.