თეგებით ძიება

2024 წელს იპოთეკური სესხების მოცულობა 1.1 მილიარდით გაიზარდა

ქართული ბანკების იპოთეკური სესხების მოცულობა 2024 წლის განმავლობაში 10%-ით, ანუ 1,1 მილიარდი ლარით გაიზარდა. ამ მატების შედეგად მთლიანმა იპოთეკურმა პორტფელმა 12.1 მილიარდ ლარს მიაღწია.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ გასულ წელს მთლიანი საკრედიტო პორტფელი 18%-ით გაიზარდა და მან 63.4 მილიარდ ლარს მიაღწია, ზრდის ძირითადი მამოძრავებელი არა ფიზიკური პირების სესხების მატება, არამედ კორპორაციული დაკრედიტების ზრდა იყო. ამასთან, სტატისტიკის თანახმად, დეკემბერში იპოთეკური კრედიტების გაცემა წლიურ ჭრილში ზრდის ნაცვლად შემცირებას აჩვენებდა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის ბოლოსთვის იპოთეკური კრედიტების 65% ლარში იყო გაცემული, რაც 2023 წელთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით მეტია. დაკრედიტებაში ლარის წილის მატება სებ-ის მიერ გასული წლის 1 მაისიდან არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის მინიმალური სავალუტო სესხის ზომის 400,000 ლარამდე მატება იყო.

12 მილიარდი ლარის იპოთეკური კრედიტების პორტფელი სულ 161 ათასი ინდივიდუალური საკრედიტო შეთანხმებისგან შედგება, რომელთა საშუალო მოცულობაც 75 ათას ლარს შეადგენს.

რეგიონების მიხედვით, 12 მილიარდი ლარიდან 8.7 მილიარდი ლარი თბილისის უძრავი ქონების იპოთეკურ სესხებზე მოდის, აჭარაში მდებარე უძრავი ქონების იპოთეკების პორტფელის ზომა კი 1.2 მილიარდი ლარია.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა