თეგებით ძიება

რამდენია მინიმალური ხელფასი ევროპაში, რეგიონსა და საქართველოში?

მსოფლიოს მასშტაბით მინიმალური ხელფასის მოცულობა რადიკალურად განსხვავებულია. როგორც წესი, ეკონომიკურად განვითარებულ, სოციალისტურ სახელმწიფოებში კანონით განსაზღვრული მინიმალური ხელფასის მოცულობა გაცილებით მაღალია, ვიდრე შედარებით ნაკლებად განვითარებულ სახელმწიფოებში.

თუკი გლობალურ სტატისტიკას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასები ევროკავშირის წევრ ქვეყნებშია, რაც სწორედ ეკონომიკურ განვითარებასთან და სოციალურ წყობასთან არის დაკავშირებული.

მინიმალური ხელფასის მოცულობას ევროპის ქვეყნებში:

1. ლუქსემბურგი - €2,571

2. ირლანდია - €2,146

3. ნიდერლანდები - €2,070

4. გერმანია - €2,054

5. ბელგია - €2,030

6. საფრანგეთი - €1,767

7. ესპანეთი - €1,323

8. სლოვენია - €1,254

9. კვიპროსი - €1,000

10. პოლონეთი - €977

11. პორტუგალია - €957

12. მალტა - €925

13. ლიეტუვა - €924

14. საბერძნეთი - €910

15. ხორვატია - €840

16. ესტონეთი - €820

17. ჩეხეთი - €765

18. სლოვაკეთი - €750

19. ლატვია - €700

20. უნგრეთი - €697

21. რუმინეთი - €663

22. ბულგარეთი - €477

უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში ფიქსირებული მინიმალური ხელფასი არ არის განსაზღვრული, შესაბამისად, ასეთ ქვეყნებს ჩამონათვალში ვერ ხედავთ.

1. თურქეთი - €600

2. აზერბაიჯანი - €226

3. რუსეთი - €219

4. სომხეთი - €182

5. საქართველო - €6.7

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მინიმალური ხელფასის მოცულობა 1990-იანი წლების შემდეგ უცვლელია და ის თვეში 20 ლარს შეადგენს, რაც 6.7 ევროს ეკვივალენტია.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა