თეგებით ძიება

ელექტროენერგიის მოხმარება 2024 წელს 6%-ით გაიზარდა - როგორია თბილისის და რეგიონების მაჩვენებლები

2024 წელს ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში წლიურად 6%-ით გაიზარდა და 13.9 ტერავატსაათი შეადგინა, - ამის შესახებ აღნიშნულია „თბს კაპიტალის“ ელექტროენერგიის ბაზრის კვლევაში.

ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში კომერციული მოხმარება წლიურად 7.5%-ით არის გაზრდილი და 8.1 ტერავატსაათს გაუტოლდა, ხოლო პირდაპირმა მოხმარებამ 3.2 ტერავატსაათი შეადგინა, რაც 13.1%-იან ზრდაზე მიანიშნებს.

„პირდაპირი სამომხმარებლო მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. თუმცა, ფეროშენადნობების მწარმოებლების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების კლება დაფიქსირდა, რაც დაკავშირებულია უმსხვილესი ქარხნების დროებით დახურვით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ამის საპირისპიროდ, აფხაზეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია მცირდება. კვლევის თანახმად, წლიური შემცირება 5.6%-ს, ხოლო ჯამური მოხმარება 2.6 ტერავატსაათს შეადგენს.

კვლევის მიხედვით, 2024 წელს თბილისის მოთხოვნა ელექტროენერგიაზე წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და 3,195 გვტ/სთ შეადგინა. დედაქალაქში არასაყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის ზრდამ წლიურად 10%-ს გაუტოლდა (2,015 გვტ/სთ), ეს კი მაშინ, როცა საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 6.8%-ით (1,178 გვტ/სთ) არის გაზრდილი.

რაც შეეხება რეგიონებს, ელექტროენერგიის მოხმარება 6.5%-ით არის გაზრდილი წლიურად და 2024 წელს 4,117 გვტ/სთ-ს შეადგენდა. თბილისისგან განსხვავებით მეტად არის გაზრდილი საყოფაცხოვრებო მოხმარება. კერძოდ, 2024 წელს ზრდამ 8% შეადგინა (2,336 გვტ/სთ). არასაყოფაცხოვრებო მოხმარების შემთხვევაში კი მოთხოვნა 5.4%-ით (1,781 გვტ/სთ) არის რეგიონებში გაზრდილი.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა