თეგებით ძიება
05. 02. 2025 ბიზნესი

ქართული ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 274 მლნ დოლარს გადააჭარბა - სასმელის 70%-ზე მეტი რუსეთში გადის

ქართული ღვინის ექსპორტი 5.8%-ით გაიზარდა. 2023 წელს უცხოეთში გავიდა 89 388 ტონა ქართული ღვინო, რომლის ჯამური ღირებულებაც 257.7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. 2024 წლისთვის ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 274.7 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ჯამში გასულ წელს ექსპორტზე 94 564 ტონა ღვინო გავიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ღირებულება გასულ წელს მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. 2024 წელს 1 ლიტრის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 2.9 დოლარი იყო, წინა წელს კი 2.88 დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ფასი დაახლოებით 0.7%-ით გაიზარდა.

ქართული ღვინის ძირითადი საექსპორტო ბაზარი კვლავაც რუსეთია. 2024 წელს ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 70%-ს აჭარბებდა. უფრო კონკრეტულად, გასულ წელს რუსეთში 66 724 ტონა ქართული ღვინო გავიდა ექსპორტზე.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა