დეკემბერში მშენებლობა 4.7%-ით გაძვირდა - რა ფაქტორებმა იქონია გავლენა?
2024 წლის დეკემბერში მშენებლობა წლიურად 4.7%-ით, წინა თვესთან შედარებით კი 2.7%-ით გაძვირდა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მშენებლობის ღირებულების ინდექსის მიხედვით, გასულ წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 19.7%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 3.01 და 1.77 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ნოემბერთან შედარებით კი ინდექსის 2,7%-იანი ზრდა ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 12.6%-იანი ზრდით, რამაც 2.72 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.