თეგებით ძიება

როგორ დავიცვათ სისუფთავე სახლში, როცა შინაური ცხოველი გვყავს?

როდესაც სახლში შინაური ცხოველი გვყავს, ძალიან მნიშვნელოვანია სისუფთავის დაცვა. სახლის ჰიგიენისთვის ცხოველები ხშირად გამოწვევაა (მაგალითად ბეწვის ცვენა, რომელიც საჭიროებს რეგულარულ წმენდას). ოთახის ავეჯზე შინაური ცხოველის ასვლა გარდაუვალია. ზოგიერთი სახის ქსოვილი კი განსაკუთრებით იზიდავს ბეწვს და რთულად სუფთავდება.

თუ გსურთ, რომ ავეჯი ნაკლებად დაზიანდეს, უმჯობესია აირჩიოთ ტყავის ან მკვრივად მოქსოვილი ავეჯი. თუ არსებული ნივთების შეცვლა არ გსურთ/არ გინდათ, კარგი გამოსავალია სპეციალური გადასაფარებლების გამოყენება, რომლებიც ადვილად იხსნება და ირეცხება.

სახლის სისუფთავის შესანარჩუნებლად აუცილებელია მტვერსასრუტი. ის უნდა იყოს მძლავრი და ეფექტური ბეწვისა და სუნის მოსაცილებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეწოვის სიძლიერე, თუ თქვენს შინაურ ცხოველს ბევრი ბეწვი აქვს.  

ცხოველის პირადი ნივთების მოვლა  

გარდა სახლის დასუფთავებისა და ცხოველის მოვლისა, საჭიროა მისი ნივთების სისუფთავეზეც ზრუნვა. რეგულარულად გაწმინდეთ სათამაშოები, დასაძინებელი ადგილი და საყელური. მნიშვნელოვანია, ცხოველს ჰქონდეს საკუთარი საწოლი. შეძენისას ყურადღება მიაქციეთ, რომ მასალა იყოს წყალგამძლე და არ იწოვდეს სუნს.

გიზიარებთ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას:

გამოიყენეთ მტვერსასრუტი  - ყოველდღიურად ან მინიმუმ კვირაში რამდენჯერმე. ხალიჩის შეზღუდვა - ხალიჩების ნაცვლად აირჩიეთ მარტივად საწმენდი იატაკი.  

მზა დასუფთავების საშუალებები - იქონიეთ სწრაფი დასუფთავების ხელსაწყოები, როგორებიცაა - სველი - ანტიბაქტერიული სალფეთქები, ლაქების მოსაშორებელი სპრეი. ცხოველისთვის განკუთვნილი სივრცე - მოუნიშნეთ მათ კონკრეტული ადგილი დასვენებისა და კვებისთვის.

ეს ზომები საკმარისია იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სისუფთავე სახლში მაშინ,  როცა შინაური ცხოველი გვყავს. მხოლოდ ამ რჩევების რეგულარულად გამოყენებით შევძლებთ სახლის სისუფთავის დაცვას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა