თეგებით ძიება
06. 02. 2025 ბიზნესი

რა ღირს საწვავი საქართველოსა და სხვა ქვეყნებში

“ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი გაიზარდა – 0,01 – 1,53 ევროთი/ლიტრაზე, დიზელის საწვავის საშუალო ფასი გაიზარდა - 0.02 – 1,51 ევროთი/ლიტრაზე“,- ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროპის ქვეყნებში საწვავი ყველაზე ძვირი ნიდერლანდებში, დანიასა და ისლანდიაში. კერძოდ, ამ ქვეყნებში საწვავის ღირებულება დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.

უფრო კონკრეტულად, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 31 იანვრის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 2,17 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2.35 ევროს, დიზელის საწვავი - 1,95 ევროს;

ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,84 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.99 ევროს, დიზელის საწვავი - 1,80 ევროს;

ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,74 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,83 ევროს, დიზელის საწვავი - 1.74 ევროს;

რაც შეეხება ყველაზე იაფ საწვავს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორების ინფორმაციით, რუსეთშია. კერძოდ, A-92 მარკის ბენზინი - 0,545 ევრო, A-95 მარკის ბენზინი - 0,59 ევრო , A-98 მარკის ბენზინი - 0,68 ევრო, დიზელის საწვავი - 0,69 ევრო.

ასევე აღსანიშნავია საწვავის ფასი მეზობელ ქვეყნებში. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით:

სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს - 1.195 ევროს, A-95 მარკის ბენზინი - 1,27 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.79 ევროს, დიზელის საწვავი - 1.22 ევროს;

აზერბაიჯანში - A-92 მარკის ბენზინი -0,617ევრო, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,90 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 1,29 ევრო, დიზელის საწვავი - 0,56 ევრო;

თურქეთში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1.24 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 1.25 ევრო, დიზელის საწვავი - 1.27 ევრო.

ასევე, 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს - A-92 მარკის ბენზინი - 1,002 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,06 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.18 ევროს; დიზელის საწვავი - 1.04 ევროს.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მონაცემები ასეთია:

უკრაინაში - A-92 მარკის ბენზინი - 1,247 ევრო, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,31 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 1.38 ევრო, დიზელის საწვავი - 1.27 ევრო;

მოლდოვა - A-92 მარკის ბენზინი - 1,265 ევრო, A-95 მარკი ბენზინის ფასი - 1,28 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 1,54 ევრო, დიზელის საწვავი - 1,12 ევრო.

ბელარუსი - A-92 მარკის ბენზინი - 0,654 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი - 0,68 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 0,74 ევრო, დიზელის საწვავი - 0,68 ევრო;

ლიეტუვაში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,57 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 1.70 ევრო; დიზელის საწვავი - 1.69 ევრო;

ლატვიაში A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,63 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 1,67 ევრო, დიზელის საწვავი - 1,58 ევრო.

ესპანეთში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,56 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 1,72 ევრო, დიზელის საწვავი - 1,49 ევრო,

იტალიაში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,83 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 1.99 ევრო, დიზელის საწვავი - 1,74 ევრო;

საფრანგეთში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1.81 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 1,89 ევრო, დიზელის საწვავი - 1.73 ევრო;

საბერძნეთში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,85 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 2.05 ევრო, დიზელის საწვავი - 1,64 ევრო;

გერმანია - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,83 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 1,88 ევრო, დიზელის საწვავი - 1,71 ევრო.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა