თეგებით ძიება

დეკემბერში, თბილისში, პროტესტის შედეგად ბინების გაყიდვები 9%-ით შემცირდა - Galt & Taggart

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2024 წელს თბილისში 40 346 ბინა გაიყიდა, 2023 წელთან შედარებით ზრდა 1%-ია, თუმცა 2022 წლის მაჩვენებელს 6%-ით ჩამორჩება. შარშან გასაყიდი ბინის საშუალო ფასი მ²-ზე 1 320 დოლარს აღწევდა, რაც წლიურად 7%-იანი ზრდა არის. 2022 და 2023 წლებთან შედარებით შემცირებულია ქირის ფასი 9.7 დოლარამდე.

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, 2025 წელს მოთხოვნის შენელებაა მოსალოდნელი შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის გამო - ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებული შენელება, ლარის გაუფასურება და იჯარის შემოსავლიანობის მოსალოდნელი შემცირება უძრავი ქონების მოთხოვნაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები იქნება.

მათივე განცხადებით, 2024 წლის მაისში გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა (-42% 2024 წლის იანვარ-აპრილის საშუალოსთან შედარებით) თბილისის ქუჩებში მიმდინარე პროტესტისა და დასვენების დღეების სიმრავლის გამო. ივნისში მოთხოვნა ნაწილობრივ აღდგა, თუმცა მაინც დაბალ ნიშნულზე დარჩა, რადგან მსყიდველუნარიანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ იმყოფებოდა ევრო 2024-ზე.

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, გაყიდვები სრულად აღდგა ივლისში, რასაც ხელი შეუწყო რამდენიმე ფართომასშტაბიანი პროექტის დაწყებამ და ბაზარზე გაზრდილმა არჩევანმა. ოქტომბერში, წინასაარჩევნო გარემომ კიდევ ერთხელ განაპირობა გაყიდვების შენელება, თუმცა ოქტომბერში დაგროვილი მოთხოვნის გამო ნოემბერში გაყიდვები კვლავ გაიზარდა. დეკემბერში თბილისის ქუჩებში მიმდინარე პროტესტის შედეგად ბინების გაყიდვები 9%-ით შემცირდა, თუმცა ეს ვარდნა მოსალოდნელზე მსუბუქი იყო.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა