თეგებით ძიება

თბილისში მშენებლობის ნებართვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 24.57 მლნ ლარს გადააჭარბა - რამდენი ნებართვა გაიცა

2024 წელს თბილისში მშენებლობის ნებართვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 24 570 020 ლარი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება მშენებლობის ნებართვებს, საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს 12 080 მშენებლობის ნებართვა გაიცა, საიდანაც უდიდესი ნაწილი, კერძოდ, 5 648 ნებართვა თბილისზე მოდიოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ დედაქალაქში ნებართვების უდიდესი ნაწილი საცხოვრებელ შენობებზე გაიცა და 4 536 შეადგინა. დანარჩენი ნებართვების გადანაწილება მშენებლობის ტიპების მიხედვით ასეთი იყო:

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტები - 2;

სამრეწველო და სასაწყობე შენობა - 299;

ჯანმრთელობის დაცვის ობიექტები - 27;

კულტურის დაწესებულებები - 4;

აფთიაქი - 2;

სკოლამდელი დაწესებულება - 4;

სასწავლო დაწესებულება - 44;

სასტუმროები - 71;

სპორტული ნაგებობები და მოედნები - 24

ავტოსადგომი - 19;

კაფე, ბარი, რესტორანი - 38;

ავტოგასამართი სადგური - 7;

სავაჭრო ობიექტი - 156;

ადმინისტრაციული შენობა - 81 (დანარჩენი ნებართვები კი სხვა ტიპის შენობებზე მოდიოდა).

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა