სიცილიაზე „კოზა ნოსტრას“ მაფიოზური კლანის წინააღმდეგ მასშტაბური რეიდის დროს 180-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
იტალიის კუნძულ სიცილიაზე „კოზა ნოსტრას“ მაფიოზური კლანის წინააღმდეგ მასშტაბური რეიდი ჩატარდა, რომლის დროსაც 180-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას იტალიურ მედიაზე დაყრდნობით, პირვეი არხის ვებ-გვერდი ავრცელებს.
მასშტაბური სპეცოპერაცია, რომელსაც მაფიასთან ბრძოლის დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა, კუნძულის დედაქალაქში, პალერმოში ჩატარდა. რეიდში 1200 სამართალდამცველი მონაწილეობდა.
დაკავებულებს ბრალი ედებათ კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობაში, მკვლელობის მცდელობაში, ნარკოტიკებით ვაჭრობაში, იარაღთან დაკავშირებულ დანაშაულებებში და სხვა.