კორპუსში, სადაც ღიად დატოვებული გაზის ონკანია, უსაფრთხოების გამო, ბუნებრივ აირს ვერ ჩავრთავთ - "თბილისი ენერჯი"
"თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს:
"გთხოვთ, გადაკეტეთ გაზის ონკანები. ღიად დატოვებული გაზის ონკანები აფერხებს გაზმომარაგების აღდგენის პროცესს. კორპუსში სადაც ღიად დატოვებული გაზის ონკანია უსაფრთხოების გამო ვერ ჩავრთავთ ბუნებრივ აირს."- აღნიშნულია განცხადებაში.