კალაძესთან ურთიერთობა აღარ მაქვს, ის ჩემთვის აღარ არსებობს - შევჩენკო
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ის აღარ მეგობრობს კახა კალაძესთან და მასთან ურთიერთობა შეწყვიტა.
ამის შესახებ, კალაძის ყოფილმა თანაგუნდელმა, ანდრეი შევჩენკომ უკრაინულ სპორტულ გამოცემასთან Tribuna-სთან საუბარში განაცხადა.
ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე თუ როგორ აფასებს კიევის დინამოს ყოფილი მცველის კახა კალაძის საქმიანობას, შევჩენკო პასუხობს: "მე არ ვესაუბრები კალაძეს, მე მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის აღარ არსებობს."
2024 წელს, უკრაინამ სანქციები დააწესა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მოკავშირეების, მათ კახა კალაძის წინააღმდეგ.
კალაძე და ანდრეი შევჩენკო საფეხბურთო კარიერის დროს წლების განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ – 1998–1999 წლების სეზონში კიევის "დინამოს", 2001–2006 წლებში კი "მილანის" შემადგენლობაში